მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს საქართველომ $1 მლნ-ის ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი იყიდა - იმპორტიორი ქვეყნები

ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი

2025 წელს საქართველოსთვის ყვავილოვანი კომბოსტოსა და ბროკოლის იმპორტი შემცირდა. ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-დეკემბერში საქართველომ 1 მლნ დოლარის ღირებულების 1 992 ტონა პროდუქტი შეიძინა.

2024 წლის იმპორტის ღირებულება 16.1%-ით, ხოლო მოცულობით 22.6%-ით შემცირდა.

ყვავილოვანი კომბოსტოსა და ბროკოლის ძირითადი მომწოდებელი საქართველოსთვის თურქეთია. 2025 წელს ამ ბაზრიდან 1 842 ტონა ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი შემოიტანეს, რისთვისაც ქვეყანამ 970 ათასი დოლარი გადაიხადა. ირანმა მეორე ადგილი დაიკავა, საიდანაც საქართველომ 59 ათასი დოლარის ღირებულების 148 ტონა პროდუქტი შეიძინა. სტატისტიკაში ასევე საფრანგეთი, სომხეთი და ნიდერლანდები გვხვდებიან, თუმცა ამ ქვეყნებიდან იმპორტი მცირეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები