მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს საქართველომ რეკორდული $1,35 მილიარდის ნავთობპროდუქტები შეიძინა - საიდან შემოდის საწვავი?

მატარებელი ვაგონი ბენზინი საწვავი ნავთობი

2025 წლის განმავლობაში საქართველომ 1,35 მილიარდი დოლარის ღირებულების 1,8 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტები შეიძინა. თანხობრივად ნავთობის იმპორტი 4%-ით არის გაზრდილი, რაოდენობრივად კი მისი მოცულობა 13%-ით გაიზარდა. აღნიშნულის მიზეზი გლობალურ ბაზარზე საწვავის ფასების შემცირებაა.

ნავთობის მომწოდებელ ქვეყნებს შორის საქართველოსთვის პირველ ადგილზე კვლავ რუსეთია, საიდანაც გასულ წელს 477 მილიონი დოლარის ღირებულების საწვავის შეძენა მოხდა. თანხობრივად რუსეთიდან საწვავის მოწოდება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით არის შემცირებული. მეორე პოზიციას 231 მილიონი დოლარით რუმინეთი იკავებს, საიდანაც იმპორტი 41%-ით გაიზარდა. ასევე 5%-ით გაიზარდა იმპორტი ბულგარეთიდან, თურქეთიდან ზრდა 40%-ია, აზერბაიჯანიდან კი საწვავის მოწოდება 55%-ით გაიზარდა.

შესაბამისად, მიმდინარე წელს საქართველომ შეამცირა ნავთობის შესყიდვა რუსეთიდან და გაზარდა ალტერნატიული მომწოდებლებისგან.

# ქვეყანა მლნ დოლარი ტონა ზრდა/კლება წინა წელთან
1 რუსეთი $694 მილიონი; 693,645 -3%
2 რუმინეთი $306 მილიონი; 305,554 46%
3 ბულგარეთი $264 მილიონი; 263,584 19%
4 აზერბაიჯანი $172 მილიონი; 171,811 30%
5 თურქეთი $121 მილიონი; 120,737 37%

2025 წელს საქართველო ასევე დაკავებული იყო ნავთობპროდუქტების რეექსპორტით, კერძოდ კი შემოსული ნავთობპროდუქტებიდან 69 მილიონი დოლარის ღირებულების 90 ათასი ტონა საწვავი რეექსპორტზე გავიდა (2024 წელს $75 მლნ, 100 ათასი ტონა). რეექსპორტი ყველაზე დიდი ზომისაა ნიდერლანდებში - 27.6 მილიონი დოლარი; სომხეთის მიმართულებით რეექსპორტი 22.5 მილიონ დოლარს შეადგენდა, აზერბაიჯანში კი 14 მილიონ დოლარს.

გარდა ამისა, გასულ წელს საქართველო ნავთობპროდუქტების მწარმოებელიც გახდა. 2025 წლის მეოთხე კვარტალში ქვეყანაში შემოვიდა რეკორდული მოცულობის 97 მილიონი დოლარის ღირებულების ნედლი ნავთობი (ძირითადად რუსეთიდან), რომელიც შემდგომ საქართველოში გადამუშავდა და ნოემბერ-დეკემბერში ადგილობრივმა ექსპორტმა $79.5 მილიონი დოლარი შეადგინა. საწვავი ძირითადად მალტას, UAE-სა და გიბრალტარის მიმართულებით ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები