2025 წლის განმავლობაში საქართველოს საფონდო ბირჟაზე ჯერჯერობით არცერთი გარიგება არაა დადებული. 2024 წელს კი გარიგებების რაოდენობა 42-ს, ვაჭრობის მოცულობა კი 357,000 ლარს შეადგენდა. ვაჭრობის რაოდენობაც და გარიგებების ღირებულებაც გაზრდილია 2023 წელთან მიმართებით, თუმცა მთლიანობაში საქართველოს საფონდო ბირჟა ქვეყანაში კაპიტალის მიზიდულობის ცენტრს არ წარმოადგენს.
2024 წელს გარიგებები მხოლოდ ლიბერთი ბანკის, საქართველოს ბანკის და თელასის აქციებზე შესრულდა.
საქართველოს საფონდო ბირჟის არქივის თანახმად, ბირჟა გაცილებით უფრო აქტუალური იყო ადრე 2000-იან წლებში. აღნიშნულ პერიოდში საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი იყო არაერთი კერძო კომპანია, რომლებიც ქვეყანაში პრივატიზების პირველი ტალღის შემდეგ დაფუძნდნენ. ბირჟის არქივის თანახმად, 2000 წელს საფონდო ბირჟაზე გარიგებების მოცულობა 5.9 მილიონს, 2001-ში 13 მილიონ ლარს, 2004 წელს კი 46 მილიონ ლარს შეადგენდა. საქართველოს საფონდო ბირჟაზე მაქსიმალური მოცულობის გარიგებები 2005 წელს შესრულდა და ის 62 მილიონ ლარს შეადგენდა.
საქართველოს საფონდო ბირჟის აქტივობა წლების მიხედვით:
| წლები: | გარიგებების რაოდენობა | გარიგებების ღირებულება ლარებში |
| 2024 | 42 | 357,528 ლარი; |
| 2023 | 29 | 162,430 ლარი; |
| 2022 | 19 | 13,619 ლარი; |
| 2021 | 14 | 104,078 ლარი; |
| 2020 | 48 | 46,135 ლარი; |
| 2019 | 56 | 45,717 ლარი; |
| 2018 | 123 | 278,031 ლარი; |
| 2017 | 191 | 312,150 ლარი; |
| 2016 | 89 | 483,076 ლარი; |
| 2015 | 114 | 793,616 ლარი; |
| 2014 | 131 | 881,234 ლარი; |
| 2013 | 283 | 530,493 ლარი; |
| 2012 | 339 | 8,847,355 ლარი; |
| 2011 | 860 | 2,503,704 ლარი; |
| 2010 | 2,372 | 5,117,754 ლარი; |
| 2009 | 1304 | 3,112,576 ლარი; |
| 2008 | 2,321 | 10,584,246 ლარი; |
| 2007 | 6,908 | 38,374,075 ლარი; |
| 2006 | 5,538 | 61,722,271 ლარი; |
| 2005 | 1358 | 62,362,181 ლარი; |
| 2004 | 1,093 | 46,414,395 ლარი; |
| 2003 | 913 | 1,735,290 ლარი; |
| 2002 | 1347 | 8,411,354 ლარი; |
| 2001 | 1,591 | 13,077,245 ლარი; |
| 2000 | 601 | 5,892,326 ლარი. |




























