მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ბრუნვის 43.5%-მდე შემცირდა

კონტენერები

საქსტატმა 2025 წლის საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს საქართველოს ექსპორტი 11.2%-ით, 7.3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. იმპორტი კი 9.7%-ით, 18.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვა 25.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ხოლო სალდო (იმპორტსა და ექსპორტს შორის სხვაობა) მინუს 11.2 მილიარდი დოლარი იყო. ამგვარად, უარყოფითი სავაჭრო სალდო მთლიანი ბრუნვის 43.5%-ს შეადგენდა.

საქსტატის თანახმად, 2025 წელს საგარეო ვაჭრობის უარყოფითი ბალანსი შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს სავაჭრო ბრუნვაში იმპორტის წილი შემცირდა, ხოლო ექსპორტის გაიზარდა.

2024 წელს უარყოფითი ბალანსი მთლიანი ბრუნვის 44% იყო, შესაბამისად 2025 წელს ის ნახევარი პროცენტული პუნქტით შემცირდა. 2023 წელს კი უარყოფითი ბალანსი ბრუნვის 43.9% იყო.

თუმცა, საქართველოს უფრო დაბალი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ჰქონდა 2022 წელს - 41.6%; 2021 წელს - 40.8%; 2020 წელს - 41.3% და 2019 წელს, რაც მაშინ ბრუნვის - 43%-ს შეადგენდა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა წლების მიხედვით ასე ნაწილდება:

წელი ექსპორტი მლრდ დოლარი იმპორტი მლრდ დოლარი სავაჭრო ბრუნვა მლრდ დოლარი სალდო მლრდ დოლარი სალდო პროცენტულად
2019 3.80 მლრდ; 9.52 მლრდ; 13.32 მლრდ; -5.72 მლრდ; -43.0%
2020 3.34 მლრდ; 8.05 მლრდ; 11.40 მლრდ; -4.71 მლრდ; -41.3%
2021 4.24 მლრდ; 10.10 მლრდ; 14.34 მლრდ; -5.86 მლრდ; -40.8%
2022 5.58 მლრდ; 13.54 მლრდ; 19.12 მლრდ; -7.96 მლრდ; -41.6%
2023 6.09 მლრდ; 15.61 მლრდ; 21.70 მლრდ; -9.52 მლრდ; -43.9%
2024 6.56 მლრდ; 16.89 მლრდ; 23.45 მლრდ; -10.33 მლრდ; -44.0%
2025 7.29 მლრდ; 18.53 მლრდ; 25.82 მლრდ; -11.23 მლრდ; -43.5%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები