საქსტატმა დღეს 2025 წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს საქართველოში შობადობა შემცირდა - დაბადებულთა რიცხვი იყო 37,867, რაც 2024 წელთან შედარებით 1,616-ით ნაკლებია.
რაც შეეხება გარდაცვლილთა რიცხოვნობას, 2025 წელს საქართველოში 44,319 გარდაცვალება აღირიცხა, რაც 2024 წელთან შედარებით 348-ით გაიზარდა. თუმცა შედეგად, უარყოფითი ბალანსი დაბადებასა და გარდაცვალებას შორის გაიზარდა და ის 6,452-ს შეადგენდა (2024 წელს ბალანსი მინუს 4,488). ამასთან, შობადობის ეს რიცხვი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მინიმალურია.
2025 წლის დემოგრაფიული ბალანსის მიხედვით ბუნებრივი მატება ფიქსირდება მხოლოდ თბილისში; აჭარაში და ქვემო ქართლში, ხოლო სხვა ყველა რეგიონში გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულთა რიცხვს აჭარბებს.
| რეგიონი | შობადობა | გარდაცვალება | ბუნებრივი მატება |
| საქართველო | 37,867 | 44,319 | -6,452 |
| თბილისი | 14,334 | 12,743 | 1,591 |
| აჭარის ა.რ. | 4,551 | 3,543 | 1,008 |
| ქვემო ქართლი | 4,431 | 4,375 | 56 |
| იმერეთი | 4,275 | 7,197 | -2,922 |
| კახეთი | 2,610 | 4,014 | -1,404 |
| შიდა ქართლი | 2,238 | 3,023 | -785 |
| სამეგრელო-ზემო სვანეთი | 2,178 | 4,378 | -2,200 |
| სამცხე-ჯავახეთი | 1,509 | 1,667 | -158 |
| გურია | 807 | 1,567 | -760 |
| მცხეთა-მთიანეთი | 743 | 1,227 | -484 |
| რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი | 191 | 585 | -394 |
დაბადებულთა შორის 13,873 იყო პირველი ბავშვი, 12,441 მეორე შვილი, 11,012 კი მესამე და შემდგომი შვილი. ყველა ეს პარამეტრი 2024 წელთან შედარებით შემცირებულია.





























