მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წელს საქართველოში უმაღლესი სასწავლებელი 32.5 ათასმა სტუდენტმა დაამთავრა

კურსდამთავრებულები

2025 წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 32.5 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 9.9%-ით მეტია - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლების" პუბლიკაციაშია საუბარი.

საქსტატის თანახმად, კურსდამთავრებულებიდან 58.8% ქალია, ხოლო 41.2% - კაცი. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 12.7%-ით აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების რიცხოვნობას.

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ სულ მცირე 2021-2022 სასწავლო წლიდან, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს შორის თანაფარდობა ეტაპობრივად თანაბრდება და, თუ სხვაობა აქამდე 8.5 ათასი სტუდენტი იყო, წელს - 1.9 ათასია.

საქსტატის პუბლიკაციაში აღნიშნული არ არის, რომელი ფაკულტეტები ჭარბობდა კურსდამთავრებულებს შორის ან რომელი სასწავლო პროგრამები სარგებლობდნენ პოპულარობით 2025-2026 სასწავლო წელს.

ცნობისთვის, საქსტატის თანახმად, 2025/2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა - 19 სახელმწიფო და 45 კერძო.

2018-2019 სასწავლო წლიდან დღემდე, კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების ეს თანაფარდობა თითქმის უცვლელია - 19 საჯარო და 43-45 კერძო უმაღლესი სასწავლებლით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები