მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს საქართველოში ყვავილების იმპორტი 62%-ით გაიზარდა - სად ვყიდულობთ?

ყვავილები

გასულ წელს ყვავილების იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში 2025 წელს, ჯამურად $18.5 მლნ-ის ღირებულების 2 662 ტონა პროდუქცია შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ღირებულებით 62.4%-იან, ხოლო მოცულობით 40%-იან ზრდას ნიშნავს.

შედარებისთვის, 2024 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოში იმპორტირებული იყო $11.4 მლნ-ის ღირებულების 1 901 ტონა ყვავილი და კოკრები.

გასულ წელს საქართველომ ყვავილები ყველაზე დიდი რაოდენობით ეკვადორიდან შეიძინა - ამ ქვეყნიდან იმპორტმა 881 ტონა შეადგინა, რაშიც საქართველომ $7.5 მლნ გადაიხადა.

ყვავილებისა და კოკრების მთავარი საიმპორტო ბაზრები 2025 წელს ასე გადანაწილდა:

  • ეკვადორი – $7.5 მლნ, 881 ტონა;
  • სომხეთი – $4.7 მლნ, 940 ტონა;
  • ნიდერლანდები – $2.7 მლნ, 170 ტონა;
  • კენია – $1.6 მლნ, 170 ტონა;
  • თურქეთი – $1.3 მლნ, 447 ტონა;
  • ეთიოპია – $353 ათასი, 34 ტონა;
  • ირანი – $31 ათასი, 6 ტონა;
  • ბულგარეთი – $25 ათასი, 5 ტონა;
  • აზერბაიჯანი – $22 ათასი, 1 ტონა;
  • ინდოეთი – $19 ათასი, 1 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები