საინვესტიციო ბანკის Galt & Taggart-ის საბაზისო სცენარით წელს საქართველო ტურიზმიდან 4.5 მილიარდ დოლარის შემოსავალს მიიღებს.
საინვესტიციო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ იანვრის ეკონომიკური მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ შარშან საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 7%-ით 4.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ტურიზმის შემოსავლებში კვლავ რუსეთი ლიდერობს, საიდანაც 2024 წელს ქვეყანამ დაახლოებით 850 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. შემდეგ მოდის თურქეთი 612 მლნ დოლარით; მესამე ადგილს ევროკავშირის ქვეყნები იკავებენ 571 მლნ დოლარით, მეოთხეზეა ისრაელი 436.5 მლნ დოლარით, ხოლო მეხუთე ადგილზეა აზერბაიჯანი 168.5 მლნ დოლარით.




























