მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წლამდე, გარემოს ყველა კომპონენტის მიმართულებით, კვლევითი სადგურები გაორმაგდება - მაია ბითაძე

სტიქია რაჭაში

2025 წლამდე პრაქტიკულად გაორმაგდება გარემოს ყველა კომპონენტის მიმართულებით კვლევითი სადგურები, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ საქართველოს "პირველი არხის" ეთერში განაცხადა.

ბითაძის თქმით, იქმნება წინასწარი გაფრთხილების სისტემა, რითაც გარემოზე დაკვირვება ხდება.

„დავიწყეთ სხვადასხვა მოწყობილობის შეძენა, როგორც სტაციონარულის, ასევე მობილური ტექნიკური საშუალებების, რომლითაც დღეს უკვე ვცდილობთ, შევქმნათ წინასწარი გაფრთხილების სისტემა. წინასწარი გაფრთხილების სისტემით ვახდენთ გარემოზე დაკვირვებას.

ეს თავის თავში მოიცავს ძალიან ბევრ კომპონენტს. ეს არის ჰიდროლოგია, მეტეოროლოგია, გეოლოგია… ანუ ყველა ის მონაცემი, რომლის გაანალიზება ხდება სხვადასხვა აპარატურის გამოყენებით.

აპარატურა მოიცავს წყალმზომებს, რადარებს, რომლებიც ქვეყანაში საერთო არ გვქონდა, დღეს კი გვაქვს ორი ტექნიკურად გამართული რადარი და ეს რადარები მეტეოროლოგიური მონაცემების პროგნოზს აკეთებს. გარდა ამისა, არის წყალმზომები მდინარეებზე, ჰაერის კონტროლის ნაწილი და ა.შ. ყველა მიმართულებით დაწყებულია მუშაობა და შეიძლება ითქვას, ჩვენ გავლილი გვაქვს აპარატურის ინსტალაციის დაახლოებით, 60-70%. 2025 წლამდე პრაქტიკულად გაორმაგდება გარემოს ყველა კომპონენტის მიმართულებით კვლევითი სადგურები“, – განაცხადა ბითაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები