ფინანსები, პერსონალი და კვალიფიკაცია-კლინიკებისთვის აკრედიტაციის ვადის ამოწურვამდე 8 თვით ადრე ეს სამი ძირითადი გამოწვევაა, რომელსაც კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციია პროცესში აწყდებიან. კლინიკებმა აკრედიტაციის განმახორციელებენ ორგანიზაციებთან შესაბამისი ხელშეკრულებები უკვე გააფორმეს.
ჯანდაცვის ხარისხის საერთაშორისო აკრედიტაციის TEMOS-ის რეგიონალური წარმომადგენლობის დირექტორი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ კლინიკების დიდ ნაწილთან უკვე დასრულებულია თვიშეფასების პროცესი.
ლალი ყიფშიძის თქმით, პროცესი მარტივი არ არის, შესაბამისად, გამოწვევების ფონზე მიმდინარეობს. მისი თქმით, ფინანსებთან ერთად პრობლემაა ადამიანური რესურსიც. როგორც ის გვიხსნის, პერსონალს უწევს პარალელურ რეჟიმში ჩაერთოს აკრედიტაციის პროცესში, რაც შრომატევადია.
“თვითშეფასების პროცესი თვითშეფასების პროცესი თითქმის ყველასთან დავასრულეთ. პროცესი არის სრულიად ახალი საქართველოსთვის და ჯანდაცვის სექტორისთვის. გამოწვევებია უამრავი. ეს არ არის მარტო დოკუმენტაციის მომზადება, ეს არის შემდეგ ამ დოკუმენტაციაში ჩაწერილი პირობების რეალობაში დანერგვა, რასაც რა თქმა უნდა, სჭირდება რესურსი, რაც ყველაზე მეტად არ შემჭიდროვებული საქართველოს ჯანდაცვის სექტორში.
2025 წლამდე აკრედიტაციის მოსწრება შესაძლებელია, უბრალოდ მოითხოვს ხალხის ჩართულობას. იმის გათვალისწინებით, რომ ჯანდაცვის სექტორი არის ადამიანური რესურსისთვის შრომატევადი დარგი, რომელსაც კიდევ დამატებით აკრედიტაციის პროცესი ემატება, ეს იწვევს გადატვირთვას. მოსწრებადია პროცესი, უბრალოდ ძალიან ინტენსიურ ჩართულობას მოითხოვს თანამშრომლების.
თავიდან იყო ასეთი განწყობა, რომ კლინიკები აიყვანდნენ ერთ ადამიანს, რომელიც გაუძღვებოდა პროცესს, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი საჭიროა, რომელიც კურირებას გაუწევს დოკუმენტაციის მომზადებას და შემდეგ ადგილზე დანერგვას. თუმცა მხოლოდ ერთი ადამიანის ჩართულობა სრულიად არაფრის მომცემია. ეს ადამიანი უნდა იყოს უბრალოდ ინფორმაციის შემგროვებელი, დანარჩენი მთლიანად გუნდის ჩართულობაზეა დამოკიდებული,”- ამბობს TEMOS-ის რეგიონალური წარმომადგენლობის დირექტორი ლალი ყიფშიძე.
როგორც ცნობილია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებმა 2025 წლამდე საერთაშორისო აკრედიტაციის გავლა უნდა მოასწრონ.საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის ვალდებულება კლინიკებს 2025 წლიდან აქვთ, საერთაშორისო აკრედიტაცია მკურნალობის, პაციენტის მოვლის, მასთან კომუნიკაციის სხვა მსოფლიო სტანდარტების დაკმაყოფილებას გულისხმობს.