აგრო და ღვინის ტურიზმის მიმართულებით სახელმწიფო საგადასახადო შეღავათებს აწესებს. პარლამენტმა კანონი მესამე მოსმენით უკვე მიიღო. კანონის თანახმად, საშემოსავლო გადასახადისგან აგროტურისტული და ღვინის ტურისტული სუბიექტები იმ შემთხვევაში თავისუფლდებიან თუ წლიური შემოსავალი 700 000 ლარს არ აღემატება.
კანონპროექტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან და მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება აგრო ტურისტული და ღვინის ტურისტული საქმიანობების სუბიექტების საქმიანობის ფარგლებში პირის მიერ მიღებული შემოსავალი და გაცემული ხელფასი.
კანონპროექტის თანახმად, სუბიექტებზე აღნიშნული საგადასახადო შეღავათი, აგრო ტურისტული და ღვინის ტურისტული საქმიანობების სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში იმოქმედებს.
კანონი 2025 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.