2025 წლიდან რუსეთი მზესუმზირის ზეთის საექსპორტო გადასახადს ისევ ზრდის - ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს.
იანვრიდან გადასახადი 69 აშშ დოლარით გაიზრდება. უფრო კონკრეტულად, იანვარში ტონაზე 16,067 რუბლი (161 დოლარს) იქნება, რაც დეკემბრის 9,195.8 რუბლის (92 დოლარის) მაჩვენებელზე 1,7-ჯერ მეტია.
ეს მაშინ, როცა დეკემბერში რუსულ ზეთზე საექსპორტო გადასახადი ისედაც 3-ჯერ იყო გაზრდილი, ხოლო ასეთ მკვეთ ზრდამდე, კერძოდ, 2023 წლის მაისიდან ნოემბრამდე რუსულ ზეთზე ნულოვანი საექსპორტო გადასახადი მოქმედებდა.
რაც შეეხება მზესუმზირის შროტს, საექსპორტო გადასახადი ტონაზე დეკემბრის 3,788.4 რუბლიდან (38 დოლარიდან) მომავალ იანვარს 4,771.6 რუბლამდე (48 დოლარამდე) იზრდება.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი საქართველოსთვის ზეთის მთავარი იმპორტიორია, საიდანაც იანვარ-ნოემბერში 84.4% შემოვიდა, რაც მოცულობაში 37.6 მლნ დოლარის 36 315 ტონაა.




























