მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წლიდან ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი დაიწყება - დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 500-იდან 5000 ლარამდეა

ტექინსპექტირება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების მართვის მონიტორინგის პროცესის შემოღებას ითვალისწინებს.

კანონპროექტით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ენიჭება უფლებამოსილება განახორციელოს დაკვირვება და მონიტორინგი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების პროცესზე.

როგორც ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი შიოლაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა სახიფათო ხარვეზის შემთხვევაში ჯარიმა იქნება 5000 ლარი, მნიშვნელოვანი ხარვეზის შემთხვევაში - 2000, ხოლო უმნიშვნელო ხარვეზის ან ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირებული სხვა უზუსტობების შემთხვევაში 500 ლარის ოდენობით.

„სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ განახორციელებს ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგს. განხორციელდება როგორც ვიდეო მეთვალყურეობის, ასევე უშუალო ჯგუფები იქნება გამოყოფილი, მივლენ ცენტრებში და შერჩევით გადაამოწმებენ ავტომობილებს, რომლებმაც გაიარეს ინსპექტირება. ჯარიმის მოცულობა სახიფათო ხარვეზის შემთხვევაში იქნება 5000 ლარი, მნიშვნელოვანი ხარვეზის შემთხვევაში - 2000, ხოლო უმნიშვნელო ხარვეზის ან ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირებული სხვა უზუსტობების შემთხვევაში 500 ლარის ოდენობით.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ობიექტურობის საკითხმა ცენტრებში მაღალ დონეზე აიწიოს. ეს მიდგომა ბევრ ქვეყანაშია. ეს ხელს შეუწყობს პერსონალის კომპეტენციის კიდევ უფრო გაზრდას.

ჩემი ინფორმაციით, ეს პროცესი მომავალი წლიდან დაიწყება ,თუმცა იქამდე გარკვეული წესია შესაქმნელი სადაც გაიწერება რა სახით უნდა მოხდეს ეს მონიტორინგი.“ - განაცხადა შიოლაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები