მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უბილეთოდ მგზავრობისთვის წელს 63%-ით მეტი ადამიანი დაჯარიმდა, ვიდრე გასულ წელს

ავტობუსი

თბილისში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილი ჯარიმების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ჯარიმების მოცულობამ შეადგინა 2.7 მილიონი ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63%-ით მეტია.

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის უბილეთო მგზავრობის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს, შესაბამისად, წელს დაწერილი ჯარიმების რაოდენობა 136 ათასს აჭარბებს.

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრთა ბილეთების შემოწმებას შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის სამსახური ახდენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები