მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წლის 11 თვეში, ქართული ღვინის ექსპორტ-იმპორტი შემცირდა - სად ვყიდულობთ/ვყიდით

ღვინო

გასულ წელს საქართველოში ნატურალური ღვინის ექსპორტი შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს ნატურალური ღვინის ექსპორტმა $244.8 მილიონი და 82 363 154 ლიტრი შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ($262.4 მილიონი, 90 352 136 ლიტრი), ეს მაჩვენებელი ფინანსურად 6.6%-ით, ხოლო მოცულობით 8.8%-ით ნაკლებია.

გასული წლის 11 თვეში მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ რუსეთი იყო. ამ ქვეყნიდან საქართველომ 56 019 820 ლიტრი ნატურალური ღვინის რეალიზაციით $156.6 მილიონი მიიღო.

2025 წლის 11 თვის ღვინის სხვა მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზრები შემდეგია:

  • პოლონეთი – $15.8 მლნ, 6 330 647 ლიტრი;

  • უკრაინა – $12.1 მლნ, 4 418 447 ლიტრი;

  • ჩინეთი – $8.8 მლნ, 2 819 687 ლიტრი;

  • ყაზახეთი – $8.6 მლნ, 2 638 472 ლიტრი;

  • ბელარუსი – $7.5 მლნ, 2 632 143 ლიტრი;

  • გერმანია – $5.5 მლნ, 1 183 547 ლიტრი;

  • აშშ – $5.3 მლნ, 857 917 ლიტრი;

  • ლატვია – $4.3 მლნ, 1 077 300 ლიტრი;

  • ლიეტუვა – $2.3 მლნ, 659 562 ლიტრი.

რაც შეეხება იმპორტს, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ $6 მილიონად 590 180 ლიტრი ღვინო შეიძინა. მონაცემები ცხადყოფს, რომ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ($6.2 მლნ, 688 495 ლიტრი) ეს მაჩვენებლები 3.8%-ით ნაკლებია ფინანსურად და 14.2%-ით ნაკლები მოცულობით.

მთავარი იმპორტიორი ქვეყანა იტალია იყო – $2.46 მლნ-ისთვის 325 843 ლიტრი.

ღვინის მთავარი საიმპორტო ბაზრების ჩამონათვალი ასეთია (2025/11 თვე):

  • საფრანგეთი – $2.44 მლნ, 102 831 ლიტრი;

  • ესპანეთი – $229 ათასი, 34 531 ლიტრი;

  • ნიდერლანდები – $141 ათასი, 7 109 ლიტრი;

  • ლატვია – $111 ათასი, 17 192 ლიტრი;

  • რუსეთი – $93 ათასი, 31 410 ლიტრი;

  • გერმანია – $86 ათასი, 10 332 ლიტრი;

  • ლიეტუვა – $75 ათასი, 4 800 ლიტრი;

  • ისრაელი – $73 ათასი, 11 431 ლიტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები