მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წლის 3 თვეში მთავრობამ 5.4 მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა

ფინანსთა სამინისტრო ფასადი

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2025 წლის პირველი სამი თვის ბიუჯეტის საგადასახადო შესრულების ოპერატიული ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გადასახადების სახით ცენტრალურ ბიუჯეტში შესულმა თანხამ 5.42 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 3 თვის გეგმას 120.5 მილიონი ლარით, ანუ 2.2%-ით აღემატება. ეს თანხა 2024 წლის პირველი სამი თვის საგადასახადო შესრულებას 4.1%-ით აღემატება.

კონკრეტული გადასახადების მიხედვით შესრულება ასე ნაწილდება:

  • საშემოსავლო გადასახადი - 1.87 მილიარდი ლარი, 3 თვის გეგმის 101.3%;
  • დამატებული ღირებულების გადასახადი - 1.87 მილიარდი ლარი, 3 თვის გეგმის 99.4%;
  • მოგების გადასახადი - 821 მილიონი ლარი, 3 თვის გეგმის 96.6%;
  • აქციზის გადასახადი - 490 მილიონი ლარი, 3 თვის გეგმის 87.6%;
  • იმპორტის გადასახადი - 31.3 მილიონი ლარი, 3 თვის გეგმის 98.5%;
  • სხვა გადასახადები - 339 მილიონი ლარი, 3 თვის გეგმის 261%.

შესაბამისად, მიმდინარე წელს გადასახადების გადამეტებით შესრულება ძირითადად "სხვა გადასახადების" სახით აკრეფილ თანხების მატებას უკავშირდება. ჯერჯერობით ამ გადასახადების შესახებ დეტალური ინფორმაცია ცნობილი არაა და მას ფინანსთა სამინისტროს ხაზინა დეტალური სახით მიმდინარე თვის 20 რიცხვში გამოაქვეყნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები