2025 წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი გაიზარდა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 791 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 66%-ით, ანუ 316 მილიონი დოლარით მეტია.
2024 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 688 მილიონი დოლარი შეადგინა, შესაბამისად, წელს 9 თვეში სექტორის შემოსავალი მთლიანად 2024 წლის მაჩვენებელს აღემატება. 2023 წელს კი სექტორის შემოსავალი 784 მილიონი დოლარი იყო.
IT სექტორის ბრუნვის ზრდა ბოლო რამდენიმე წელში.
2022-2023 წლებში IT სექტორში არსებული ბუმი პირველ რიგში მიგრაციულ ეფექტს უკავშირდებოდა, რადგანაც საქართველოში დროებით საცხოვრებლად ათასობით რუსი, უკრაინელი და ბელარუსი IT სპეციალისტი გადმოვიდა, შესაბამისად, მათი საქმიანობაც საქართველოდან მიწოდებულ IT სერვისებად ითვლებოდა. თუკი 2021 წლის ბოლოს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში (რომელიც IT სფეროსაც აერთიანებს) 30.6 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, ეს 2022 წელს ჯერ 39 ათასამდე გაიზარდა, 2025 წელს კი 52.5 ათასს მიაღწია.
2025 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში, რომელიც IT სექტორსაც აერთიანებს საშუალო ხელფასი 4277 ლარს შეადგენდა, რაც წლიურ ჭრილში 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელი.




























