მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წლის 9 თვეში საქართველოში ტურისტული ვიზიტები 8%-ით გაიზარდა

ტურისტები ტურიზმი

2025 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 4.3 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

სტატისტიკის მიხედვით, 9 თვეში:

  • საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა შეადგინა 6,109,755 – ზრდა წინა წელთან შედარებით +5.4%
  • საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა – 4,307,094 ვიზიტი – ზრდა +7.9%

2025 წლის III კვარტალის (ივლისი-სექტემბერი) შედეგები ასეთია:

  • 2,956,014 საერთაშორისო მოგზაური – წლიური ზრდა +6.6%
  • 2,036,731 საერთაშორისო ტურისტი – ზრდა წინა წელთან შედარებით +9%

ცნობისთვის, Galt & Taggart-ის შეფასებით, 2025 წლის სექტემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები არ შეცვლილა და ისევ 470 მლნ დოლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები