Google Analytics-ის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში სააგენტო BMG-ის სტატიები და სიახლეები 25 მილიონჯერ წაიკითხეს. ეს რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34.5%-ით მეტია. მათ შორის უშუალოდ აგვისტოში BMG-ის სიახლეებს ჩვენი მკითხველები 2.1 მილიონჯერ გაეცნენ, რაც წლიურად 21,000-ით, ანუ 1%-ით მეტია
Google Analytics-ის თანახმად, აგვისტოში BMG-ის უნიკალურ მკითხველთა (Users) რაოდენობა 432 ათასს შეადგენდა. მათ შორის საქართველოდან ვებგვერდს 366 ათასი მკითხველი ჰყავდა, აშშ-დან - 12 ათასი, გერმანიიდან - 10 ათასი, იტალიიდან - 6.6 ათასი, საფრანგეთიდან - 3.9 ათასი, საბერძნეთიდან - 3.8 ათასი, ასევე რუსეთიდან - 3.8 ათასი.
სისტემის თანახმად, წელს BMG-ის მკითხველთა 54.5% ქალი, 45.5% კი კაცია.


























