მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წლის პირველ ნახევარში BMG-ის სიახლეები 19 მილიონჯერ წაიკითხეს, წლიური ზრდა 42%-ია

BMG სააგენტო

Google Analytics-ის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ნახევარში სააგენტო BMG-ის სტატიები მკითხველებმა 19 მილიონჯერ წაიკითხეს, ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42%-ით მეტია.

უშუალოდ ივნისში კი BMG-ის სიახლეებს მკითხველები 2.7 მილიონჯერ გაეცნენ, რაც წლიურად 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამ სტატიებს გასულ თვეში სულ 539 ათასი მკითხველი (Active Users) გაეცნო.

Google Analytics-ის თანახმად, გასულ თვეში ჩვენი მკითხველებიდან 468 ათასი ვებგვერდს საქართველოდან სტუმრობდა, 13 ათასი აშშ-დან, 10 ათასი გერმანიიდან, 7.2 ათასი იტალიიდან, რუსეთიდან 4.2 ათასი, საბერძნეთიდან 4.1 ათასი, საფრანგეთიდან კი 4 ათასი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები