მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წლის ივლისში BMG-ის სიახლეები 3.1 მილიონჯერ წაიკითხეს - TOP-10 კითხვადი სტატია

BMG სააგენტო

Google Analytics-ის მონაცემებით, 2025 წლის ივლისში სააგენტო BMG-ის სტატიები მკითხველებმა 3.1 მილიონჯერ წაიკითხეს, ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21%-ით მეტია. ეს სტატიები სულ 533 ათასმა მკითხველმა (Active Users) წაიკითხა.

Google Analytics-ის თანახმად, გასულ თვეში ჩვენი მკითხველებიდან 457 ათასი ვებგვერდს საქართველოდან სტუმრობდა, 15 ათასი აშშ-დან, 11 ათასი გერმანიიდან, 7.6 ათასი იტალიიდან, საბერძნეთიდან 4.6 ათასი, რუსეთიდან 4.3 ათასი, საფრანგეთიდან კი 3.9 ათასი.

სტატისტიკის მიხედვით, გასულ თვეში მკითხველთა 53% ქალი, 47% კი კაცი იყო. ამასთან, მომხმარებლებიდან 456 ათასი ვებგვერდს სტუმრობდა მობილური ტელეფონიდან, 72 ათასი დესკტოპიდან/ლეპტოპიდან, ტაბლეტიდან კი 3.1 ათასი მომხმარებელი.

ივლისის განმავლობაში ყველაზე ხშირად წაკითხვადი სტატიების რიცხვი

# სათაური წაკითხვების რაოდენობა
1 8 სახელმწიფო, იტალიის მეთაურობით, შეეწინააღმდეგა უვიზოს შეჩერებას, რადგან ის მოსახლეობას დააზარალებს - იოზვიაკი 51,646
2 კობახიძე ღარიბაშვილის პრემიერობისას იორდანიაში დაწყებულ სანათლავის პროექტს აგრძელებს 45,996
3 "ოცნებაში" ამბობენ, რომ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენა ტექნიკური მიზეზით, ერთი კვირით გადადეს 43,288
4 "ოცნების" მთავრობა აშშ-ის მიერ გრანტის სახით ავტომანქანა VW Tiguan-ის გადმოცემას დაეთანხმა 38,038
5 "თუ ევროპასთან სავიზო რეჟიმი ისევ დაწესდა, საქართველოში გაუქმდება სამუშაო ადგილები" - ია თაბაგარი 36,242
6 საზამთროს, ნესვის, ვაშლის, ატმის და პომიდვრის 84 ნიმუშში პარამეტრები ნორმის შესაბამისია - რომელ პროდუქტში გამოვლინდა გადაჭარბება? 31,736
7 10 დღე, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მოძრაობა 23:00-დან 07:00 საათამდე მხოლოდ ერთ ზოლზე განხორციელდება - გზების დეპარტამენტი 28,181
8 შემოდგომიდან შესაძლოა, ავტობაზრობებზე მცირე დეფიციტი გვქონდეს, რაც ფასებზეც აისახება - კავკასიის ავტოიმპორტი 27,048
9 საბანკო სისტემიდან ირაკლი რუხაძის გასვლა კარგია... მაგრამ პენსია ჩინურმა ბანკმა უნდა დაარიგოს?! - გოცირიძე 26,880
10 ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ "კავკასუს პრაიმ ბილდერსი" დააფუძნა 23,152

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები