მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საზამთროს, ნესვის, ვაშლის, ატმის და პომიდვრის 84 ნიმუშში პარამეტრები ნორმის შესაბამისია - რომელ პროდუქტში გამოვლინდა გადაჭარბება?

ნესვი

საზამთროს, ნესვის, ვაშლის, ატმის და პომიდვრის 84 ნიმუშში პარამეტრები ნორმის შესაბამისია, გადაჭარბება გამოვლინდა კომბოსტოსა და ჭარხალში. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სეზონური ხილის, ბაღჩეულისა და ბოსტნეულის (ატამი, საზამთრო, ნესვი, კომბოსტო, ჭარხალი, პომიდორი, ვაშლი) ნიმუშების კვლევას. ივლისში, სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა პარამეტრზე (ნიტრატები, პესტიციდები, რადიონუკლიდები) კვლევის მიზნით, სარეალიზაციო ობიექტებიდან აიღეს 84 ნიმუში და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს.

ლაბორატორიული კვლევით, ყველა მაჩვენებელი დადგენილ ნორმასთან შესაბამისობაშია საზამთროს, ნესვის, ვაშლის, ატმისა და პომიდვრის ნიმუშებში. ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა კომბოსტოსა და ჭარხლის 4 ნიმუშში (კომბოსტოს 2 და ჭარხლის 2 ნიმუში).

სააგენტოს ზედამხედველობით, აღნიშნული სურსათი სარეალიზაციო ქსელიდან უკვე ამოღებულია.

სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს ნიმუშების აღებას და შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას", - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

სეს-ი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ საეჭვო ხელსაწყოებით ნიტრატების ან სხვა მაჩვენებლების გაზომვა პროდუქტებში სარწმუნო არ ვერ იქნება.

"სურსათის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად ყოველწლიურად ხილის და ბოსტნეულის 400-მდე ნიმუშს იღებს. კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ნიმუშის აღებისას დაცული უნდა იყოს დადგენილი წესები. სურსათის ეროვნული სააგენტო ეყრდნობა მხოლოდ საერთაშორისო (ISO) სტანდარტის მქონე აკრედიტებულ ლაბორატორიაში შესაბამისი მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევის შედეგებს. შესაბამისად, საეჭვო ხელსაწყოების გამოყენებით ნიტრატების ან სხვა მაჩვენებლების გაზომვა ვერ იქნება სარწმუნო და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად", - აცხადებენ სააგენტოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები