სექტემბერში გამართული აშშ-ის ღია პირველობისას ESPN-მა მოულოდნელად შეწყვიტა პირდაპირი ეთერი ნაომი ოსაკასა და კოკო გაუფის, ტურნირის ორგზის ჩემპიონისა და მოქმედი გამარჯვებულის მატჩიდან, რათა გაშვებულიყო რეკლამა სხვა სპორტული ღონისძიებების შესახებ. ამ რეკლამაში მონაწილეობდნენ ქეიტლინ კლარკი და მისი რამდენიმე თანაგუნდელი WNBA-დან. ეს მომენტი ძლიერი შეხსენება იყო იმისა, რომ ქალების გავლენა ამერიკულ სპორტში უკვე იმდენად გაიზარდა, რომ მის იგნორირებას ვეღარავინ ახერხებს.
ბოლო წლების განმავლობაში ქალთა სპორტში ფულადი ნაკადები მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2024 წელს ქალთა სპორტის საერთო შემოსავალმა პირველად გადააჭარბა 1 მილიარდ დოლარს, ხოლო პროგნოზებით, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი $2.5 მილიარდს მიაღწევს. ქალთა სპორტიდან მიღებული შემოსავლები ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მამაკაცთა სპორტის შემოსავლები. ამავდროულად, WNBA-ს ახალი, 11-წლიანი და $2.2 მილიარდის მედია-გარიგება, რომელიც მომავალ წელს ამოქმედდება, ოთხჯერ აჭარბებს ლიგის წინა კონტრაქტებს და პრაქტიკულად გარანტიას იძლევა, რომ მაყურებლობის ახალი რეკორდები ისევ და ისევ დამყარდება.
და სწორედ ქალები დგანან ამ ცვლილებების წინა ხაზზე როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა ლიგებში, ასევე მფლობელთა რიგებში, მენეჯმენტში, მედიაში და, რა თქმა უნდა, მოედნებზე. Forbes-ის 2025 წლის რეიტინგის მიხედვით, “ამერიკის სპორტში ყველაზე გავლენიანი ქალები“ დღეს უკვე უდიდეს გავლენას ახდენს ქვეყნის ყველაზე პოპულარულ სპორტზე პროფესიულ ამერიკულ ფეხბურთზე.
სიაში პირველ ადგილზეა გეილ ბენსონი, „ნიუ ორლენს სეინტსის“ მფლობელი. მასთან ერთად არიან სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები მაგალითად, კოკო გაუფი (№13) და წარმატებული მწვრთნელები, მათ შორის დონ სტეილი, “სამხრეთ კაროლინა გეიმკოქსის“ მთავარი მწვრთნელი (№20).
ქალთა გავლენა ვრცელდება სპორტული ბიზნესის სხვა სფეროებზეც: ისინი ხელმძღვანელობენ მილიარდობით დოლარის ღირებულების სპორტულ ფსონებს (№2 ეიმი ჰაუ, FanDuel-ის აღმასრულებელი დირექტორი) და მართავენ მსოფლიოში ყველაზე მოგებიან და პრესტიჟულ სარეკლამო კონტრაქტებს (№3 ეიმი მონტანი, Nike Brand-ის პრეზიდენტი).
ამ ქალებს თავიანთ თანატოლებზე გამორჩეულს ხდის არა მხოლოდ არსებული ძალაუფლება, არამედ ის, თუ როგორ იყენებენ ამ გავლენას სპორტის მომავლის ფორმირებისათვის.




























