2025 წლის მონაცემებით, სოციალური მედიის პლატფორმებს დაახლოებით 5.41 მილიარდი ადამიანი იყენებს, რაც მსოფლიო მოსახლეობის 65.7%-ს შეადგენს; ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათი რიცხვი 241 მილიონით გაიზარდა. ათობით სოციალურ ქსელს შორის ყველაზე მეტი, 3 მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ყოველთვიურად Facebook-ს ჰყავს. შესაბამისად, პლანეტის მოსახლეობის 37% სწორედ ამ პლატფორმაზეა აქტიური.
QuantumRun-ის ნოემბრის მონაცემებით, მეორე ყველაზე პოპულარული პლატფორმა 3 მილიარდი მომხმარებლით WhatsApp-ია. ორივე კომპანიას Meta მართავს, რომელიც, ჯამურად, მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით TOP 10 სოციალური ქსელიდან 4-ის მფლობელია.
ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელები მომხმარებლის რაოდენობისა და ტრაფიკის მიხედვით:
ტრაფიკი: ვებსაიტზე ვიზიტორების ან მომხმარებლების რაოდენობა, რომელიც იზომება განხორციელებული ვიზიტებით ან სესიებით
| პლატფორმა | მფლობელი კომპანია | აქტიური მომხმარებლები | ტრაფიკი | |
|---|---|---|---|---|
| 1 | Meta | 3.07 მლრდ | 10.5 მლრდ | |
| 2 | Meta | 3 მლრდ | 2.51 მლრდ | |
| 3 | YouTube | Alphabet | 2.7 მლრდ | 42.83 მლრდ |
| 4 | Meta | 2 მლრდ | 5.29 მლრდ | |
| 5 | TikTok | ByteDance | 1.84 მლრდ | 2.05 მლრდ |
| 6 | Sina Corporation | 1.39 მლრდ | 85.47 მლნ | |
| 7 | Telegram | Telegram | 1 მლრდ | 416.49 მლნ |
| 8 | Messenger | Meta | 947 მლნ | 216.1 მლნ |
| 9 | Snapchat | Snap Inc | 900 მლნ | 269.92 მლნ |
| 10 | Viber | Rakuten | 820 მლნ | 13.43 მლნ |
მიუხედავად მოკლემეტრაჟიანი ვიდეოების პოპულარობის ზრდისა, განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, კვლავ Youtube ლიდერობს. პლატფორმაზე ყოველთვიურად თითქმის 43 მილიარდი სესია სრულდება - თითქმის 4-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ყველაზე მეტი მომხმარებლის მქონე Facebook-ზე.
მიუხედავად ამისა, TikTok წელსაც ყველაზე სწრაფად მზარდ სოციალურ პლატფორმად რჩება.
მოკლე ვიდეოების გაზიარებაში TikTok-მა რევოლუცია მოახდინა კონტენტის აღმოჩენის ალგორითმზე დაფუძნებული გზით. პლატფორმამ ხუთი წლის განმავლობაში ძიების ინტერესი 147%-ით გაიზარდა და 2025 წლისთვის ყოველთვიურად 1.84 მილიარდ აქტიურ მომხმარებელს მიაღწია.


















