მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წლისთვის პარლამენტის აკრედიტაცია 33 მედიასაშუალების 312 წარმომადგენელზე გაიცა

პარლამენტი ცარიელი
31.12.24 22:30
3573

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საპარლამენტო საქმიანობის გაშუქების მიზნით, 2025 წლისთვის, პარლამენტში ერთწლიანი აკრედიტაციის მისაღებად, ქართულმა და უცხოურმა მედია საშუალებებმა მე-11 მოწვევის პარლამენტს განაცხადით მიმართეს, რომლის საფუძველზეც, მომავალ წელს პარლამენტის აკრედიტაციით 33 სხვადასხვა მედია საშუალების 312 წარმომადგენელი ისარგებლებს. მათ შორის, 13 ტელეკომპანია, 16 ონლაინ გამოცემა, 3 გაზეთი და 1 რადიო.

საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია შემდეგ მედიასაშუალებებზე გაიცა:

ტელეკომპანიები:

1. საზოგადოებრივი მაუწყებელი

2. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო

3. ტელეკომპანია „იმედი“

4. ტელეკომპანია „მაესტრო“

5. ტელეკომპანია „რუსთავი-2“

6. ტელეკომპანია „პოსტვ“

7. ტელეკომპანია „პირველი“

8. ტელეკომპანია „მთავარი არხი“

9. ტელეკომპანია „ფორმულა“

10. ტელეკომპანია "პალიტრანიუსი"

11. ტელეკომპანია „ევრონიუს ჯორჯია“

12. ტელეკომპანია BMG

13. მაუწყებლობა „ბი-ბი-სი“

საინფორმაციო სააგენტო :

1. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“

2. საინფორმაციო სააგენტო „აიპრესი“

3. საინფორმაციო სააგენტო "REUTERS"

4. საინფორმაციო სააგენტო „prof-news“

5. საინფორმაციო სააგენტო „პარალელი“

6. ინტერნეტ გამოცემა - Civilgeorgia"

7. ონლაინ გამოცემა “მედიაცენტრი მთავარი“

8. ონლაინ გამოცემა „ტაბულა“

9. ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“

10. საინფორმაციო სააგენტო „2020NEWS“

11. ინტერნეტგამოცემა „geonews"

12. ონლაინ გამოცემა „Aktual Media“

13. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“

14. ონლაინ მედია -"ბიზნეს ინსაიდერი"

15. ონლაინ მედია - "ლიდერ მედია"

16. ონლაინ გამოცემა „Cnews.ge“

რადიო:

1. რადიო " თავისუფლება"

გაზეთი :

1. გაზეთი „ვრასტანი“

2. გაზეთი „გურჯისტანი“

3. გაზეთი „რეზონანსი“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები