მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წლიდან ტოკიოში ახალ აშენებულ სახლებზე მზის პანელების განთავსება სავალდებულო ხდება

63d61df668123
მარიამ იზორია
29.01.23 17:50
1505
იაპონია ემისიების შემცირებისკენ ახალ ნაბიჯებს დგამს. ქვეყანა მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა ნახშიროჟანგს გამოყოფის კუთხით, მთავრობა პირობა დებს რომ 2050 ემისიას ნულამდე შეამცირებს. 2030 წლისთვის კი ნახშიროჟანგის გამოყოფა იაპონიაში 2000 წელთან შედარებით განახევრდება. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ემისიის ნულამდე შემცირებას იაპონიაში კონკრეტული ფაქტორები აბროკლებს. მათ შორის ქვეყნის ქვანახშირზე და თერმულ ელექტროსადგურებზე დამოკიდებულება.

პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც იაპონიის მთავრობამ მიიღო ქვეყნის დედაქალაქს - ტოკიოს შეეხო. 2025 წლის აპრილიდან, ტოკიოში მსხვილი მშენებლების მიერ აშენებულ ყველა სახლზე მზის პანელები დამონტაჟდება, ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით ეს იქნება სავალდებულო რეგულაცია, რომელსაც თავს ვერავინ აარიდებს. უფრო კონკრეტულად, ბრძანება იაპონიის 50 მთავარ მშენებელზე გაიცა. ისინი ვალდებულნი არიან სახლები 2000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განახლებადი ენერგიით, მათ შორის კი მზის პანელებით აღჭურვონ. ტოკიოს მერის, უირიკო კოიკეს განცხადებით, ტოკიოში იმ შენობიების მხოლოდ 4%-ია აღჭურვილი მზის პანელებით, რომლებიც რეალურად ამ რეგულაციაში მოყვნენ, თუცმა აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე აშენებულ სახლებს მზის პანელების დამონტაჟების ვალდებულება არ ეხებათ.

ადგილობრივი ასამბლეის წევრი რისკაო ნარიკიო ქვეყნის განახლებადი ენერგიის მაქსიამალურად ათვისების მცდელობას გლობალური კლიმატური კრიზისთ და რუსეთ-უკრაინის ომით ხსნის და ამბობს რომ მსოფლიოს დასაკარგი დრო არ აქვს.

კითხვას, თუ რატომ ცდილობს იაპონიის მთავრობა ქვეყანა რაც შეიძლება მეტად გახდეს მწვანე ენერგიის მომხმარებელი, მყარი სტატისტიკა პასუხობს - ტოკიო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, სადაც წლიურად 8 ტონაზე მეტი ნახშიროჟანგი გამოიყოფა. იმის გათვალისწინებით, რომ კლიმატის ცვლილების საერთაშორისო პანელის რეკომენდაცია 2.3 ტონა ნახშირჟანგის გამოყოფაა, გასაკვირი არ არის რომ ქვეყანამ ეს გადაწყვეტილება მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები