საქართველოში კაკლის წარმოება და გადამუშავება ბოლო წლებში სულ უფრო მზარდ და პერსპექტიულ მიმართულებად ყალიბდება. ადგილობრივი წარმოების განვითარება მიზნად ისახავს იმპორტის ჩანაცვლებას და ქართული ნიგვზის მაღალი ხარისხის პროდუქტად პოზიციონირებას. კომპანია „ანიგოზი“, რომელიც 2020 წელს 3 მილიონი ლარის ინვესტიციით, ახალგაზრდა წყვილმა - ანი ქევხიშვილმა და გოგი ბოლქვაძემ დააარსა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. საწარმო, რომელიც უმაღლესი ხარისხის დანადგარებითაა აღჭურვილი, ადგილობრივ ფერმერებს მოსავლის რეალიზებაში ეხმარება. წელს „ანიგოზმა“ კაკლის რეკორდული მოსავალი მიიღო, თუმცა უამინდობამ პროცესი გარკვეულწილად შეაფერხა. რა გამოწვევების წინაშე დადგნენ ფერმერები და რა გეგმები აქვს კომპანიას, მათ შორის საკუთარი ბრენდული მაღაზიის გახსნის კუთხით?
სტუმარი: ანი ქევხიშვილი - “ანიგოზი” დამფუძნებელი
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად






























