მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2026 წელს პედაგოგების ხელფასები არ გაიზრდება - მიზეზები

მასწავლებლები

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე BMG-ის კითხვაზე პასუხისას აღნიშნავს, რომ მომდევნო წელს სკოლის პედაგოგთა ანაზღაურება არ გაიზრდება. გიორგი კაკაურიძის თქმით, პედაგოგთა ანაზღაურებები გასულ წელს 30-35%-ის ფარგლებში გაიზარდა, რის გამოც მომდევნო წელს ანაზღაურებების გადახედვა არ იგეგმება. თუმცა, მოიმატებს სკოლების ადმინისტრაციის და ტექნიკური პერსონალის ხელფასები.

"მასწავლებლების ხელფასები გასულ წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა და დაახლოებით 3 წლის ზრდა რაც უნდა ყოფილიყო ის ერთიანად გაიზარდა. 30-35%-ით მოიმატა ხელფასებმა, მომდევნო წელს კი არ არის პედაგოგთა ანაზღაურების ზრდა განსაზღვრული.

მომდევნო წელს კი ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდა არის დაგეგმილი,"- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

2026 წელს საჯარო სკოლების ჯამური დაფინანსება 98 მილიონი ლარით, 1.67 მილიარდ ლარამდე იზრდება. აღნიშნული მატება ძირითადად სკოლის ადმინისტრაციის და ტექნიკური პერსონალის ანაზღაურებების ზრდას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები