მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2026 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბიუჯეტი 128.5 მილიონით, ₾380 მილიონამდე იზრდება

მამუკა მდინარაძე

2026 წელს მთავრობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსების მნიშვნელოვან მატებას გეგმავს - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა, რომლის თანახმადაც სუს-ის ბიუჯეტი 2025 წელთან შედარებით 128.5 მილიონი ლარით გაიზრდება და 380 მილიონ ლარს მიაღწევს.

შედარებისთვის ბიუჯეტის პირველად პროექტში სუს-ის ბიუჯეტი მხოლოდ 14.5 მილიონი ლარით, 265 მილიონ ლარამდე იზრდებოდა.

უწყების დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი სახელფასო მატებას მოხმარდება. სუს-ში დასაქმებული 3850 პირის ანაზღაურება 2025 წელს არსებული 138.7 მილიონი ლარიდან, 205.4 მილიონ ლარამდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები