მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2026 წლიდან შვედეთის სკოლებში მობილურის გამოყენება აიკრძალება

მობილურები

შვედეთი, მოსწავლეებისთვის უსაფრთხოებისა და სასწავლო პირობების გაუმჯობესების მიზნით, სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენებას მთელი ქვეყნის მასშტაბით კრძალავს.

შემდეგი სასწავლო წლიდან, 2026 წლის შემოდგომიდან, ყველა სკოლისა და სკოლის შემდგომი კლუბისთვის სავალდებულო იქნება მოსწავლეთა ტელეფონების შეგროვება და დღის ბოლომდე შენახვა.

ახალი წესი, რომელიც 7-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებზე გავრცელდება, მთავრობის მიერ სამშაბათს გამოცხადებული პაკეტის ნაწილია.

ტელეფონის აკრძალვის გარდა, შემოთავაზებული ცვლილებები შეეხება სასწავლო გეგმას, შეფასების სისტემას და მასწავლებელთა გადამზადებას.

ბიუჯეტის კანონპროექტი, რომელსაც მთავრობა მომავალ კვირას წარადგენს, ტელეფონების აკრძალვის უზრუნველსაყოფად 2026 წლისთვის 95 მლნ კრონის, 2027-ში კი - 100 მლნ კრონის გამოყოფას ითვალისწინებს.

შვედეთის სკოლების უმეტესობა სასწავლო დღის დასაწყისში მოსწავლეებს მობილურებს უკვე ართმევს, თუმცა ბავშვებმა იპოვეს აკრძალვისთვის გვერდის ავლის გზები, მაგალითად, ყალბი ტელეფონის ჩაბარება ან მტკიცება, რომ მობილური საერთოდაც სახლში დარჩათ.

მიმდინარე წელს სკოლებსა და საგანმანათლებლო კლუბებში მობილური ტელეფონები დანიამ უკვე აკრძალა, სამთავრობო კომისიამ კი დაადგინა, რომ 13 წლამდე ბავშვებს საკუთარი სმარტფონი ან პლანშეტური კომპიუტერი საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ.

ნორვეგიამ კი სოციალური მედიის გამოყენებისთვის მინიმალურ ასაკად 15 წელი განსაზღვრა მას შემდეგ, რაც მთავრობამ ტექნოლოგიური კომპანიები "პატარა ბავშვების გონებასთან დაპირისპირებაში" დაადანაშაულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები