მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებმა ნათლად აჩვენა სერიოზული აცდენა სახელმწიფოს ხედვებსა და აბიტურიენტების ინტერესებს შორის. უმაღლესი განათლების სისტემაში განხორციელებული რადიკალური რეფორმის ფარგლებში, საჯარო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო გახდა, საგრანტო დაფინანსება გაუქმდა, ხოლო მიღების კვოტები ე.წ. შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაყრდნობით ხელოვნურად განისაზღვრა.

თუმცა, პრაქტიკამ სრულიად განსხვავებული სურათი აჩვენა: იმ პროგრამებზე, სადაც სახელმწიფომ კვოტები მკვეთრად გაზარდა - მაგალითად, სამედიცინო უნივერსიტეტში „დიპლომირებული მედიკოსისა“ და ტექნიკურ უნივერსიტეტში „ინფორმატიკის“ მიმართულებებზე - ადგილების უდიდესი ნაწილი შეუვსებელი, ვაკანტური დარჩა. სამაგიეროდ, მიმართულებებზე, სადაც სახელმწიფომ მიღება მკვეთრად შეამცირა ან საერთოდ გააუქმა, მოთხოვნა რეკორდულად მაღალი აღმოჩნდა. გამოდის, რომ სახელმწიფო აბიტურიენტებს ეუბნება - „ჩვენ ეს პროფესიები აღარ გვჭირდება“, ხოლო ახალგაზრდები პასუხობენ, რომ სწორედ ამის სწავლა სურთ.

ამასთან, ახალმა მოდელმა განსაკუთრებით იმოქმედა მაღალქულიან, მაგრამ დაბალი სოციალურ-ეკონომიკური ფონის მქონე სტუდენტებზე. საგრანტო დაფინანსების გაუქმების გამო, მათ დაკარგეს შესაძლებლობა, სახელმწიფო ფულით კერძო უნივერსიტეტებში ესწავლათ, რის გამოც იძულებულნი გახდნენ, არჩევანი მხოლოდ საჯარო სასწავლებლებზე შეეჩერებინათ, რითაც მათი არჩევანის თავისუფლება შეიზღუდა. რატომ ვერ იმუშავა კვოტირების ხელოვნურმა სისტემამ, რამდენად ეფექტიანია შრომის ბაზრის მოთხოვნებით უნივერსიტეტების მართვა და რა კვალს დატოვებს ეს რეფორმა განათლების ხარისხზე?

სტუმარი: ლიკა ღლონტი - უმაღლესი განათლების ექსპერტი

#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები