მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2026 წლის პირველ კვარტალში ავტომობილების აქციზიდან ბიუჯეტში მიღებული თანხა 28%-ით გაიზარდა

ავტომობილები

2026 წლის პირველ კვარტალში ავტომობილების განბაჟების აქციზიდან ბიუჯეტში 76 მილიონი ლარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.8 მილიონი ლარით, ანუ 28%-ით მეტია. ზრდის ასეთი ტემპი სავარაუდოდ უკავშირება იმას, რომ 2026 წლის 1 აპრილიდან ავტოიმპორტის აქციზის ღირებულება მკვეთრად გაიზარდა და მოქალაქეებმა გაზრდილი გადასახადის თავიდან აცილების მიზნით ამ თარიღამდე მოახდინეს ავტომობილების იმპორტი. ამასთან, გაზრდილი აქციზი არ შეეხებათ იმ ავტომობილებსაც, რომელთა საქართველოში შემოყვანაც მოხდა 2026 წლის 1 აპრილის შემდეგ, თუმცა 1 აპრილისთვის მათი ტრანსპორტირება უკვე დაწყებული იყო. შესაბამისად, იმ ავტომობილებს რომელთა ტრანსპორტირებაც ამჟამად დაწყებული არაა, გაძვირებული განბაჟების აქციზი შეეხება.

2026 წლის პირველი აპრილიდან საქართველოში მსუბუქი ავტომობილების აქციზი ასე ნაწილდება:

  • 1 წლამდე ავტომობილებისთვის - მოქმედია 1 სმ³-ზე 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 0%;
  • 1 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 0%;
  • 2 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 0%;
  • 3 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.4 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 7%;
  • 4 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.2 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 25%;
  • 5 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 50%;
  • 6 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 0.8 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 88%;
  • 6 წლის და მეტი ავტომობილები - მოქმედია 0.8 ლარი; იქნება 4.5 ლარი, მატება 560%.

6 წლამდე ჰიბრიდული ავტომობილები აქციზის 60%-ის შეღავათით ისარგებლებენ.

ელექტრომობილები კვლავინდებურად აქციზისგან იქნებიან გათავისუფლებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები