2026 წლის იანვარ-მარტში პრივატიზაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 52 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, რაც საპრივატიზაციო გეგმის მაჩვენებელს აღემატება - აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში საპრივატიზაციო გეგმა 170%-ით შესრულდა - დაგეგმილი 31 მილიონი ლარის ნაცვლად ბიუჯეტში 52 მილიონ ლარზე მეტი მობილიზდა. ენუქიძე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვა ხელს უწყობს ეკონომიკურ აქტივობას, მათ შორის ინვესტიციების ზრდასა და დასაქმების ხელშეწყობას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 112 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, რის შედეგადაც 68 ობიექტი გაიყიდა.




























