მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2026 წლისთვის 300 ჰიდროლოგიური მონიტორინგის ქსელი გვექნება - ბითაძე

64415fdcb0658
BM.GE
20.04.23 20:20
607
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს 2026 წლისთვის 300 ჰიდროლოგიური მონიტორინგის ქსელი ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბითაძემ თვა, რომ 26 სამართლებრივი დოკუმენტიდან, რომელიც ევროკავშირის მიერ გვაქვს ვალდებულებად ნაკისრი, 23-თან კანონმდებლობის ჰარმონიზება უკვე მოხდა.

„ახლა მიმდინარეობს აღსრულების მნიშვნელოვანი პროცესი ისეთი მიმართულებით, როგორიცაა ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი. გარემოს დაცვის სფერო დღეს უკვე შეჭრილია ქალაქგეგმარებაში. 2026 წლისთვის 300 ჰიდროლოგიური მონიტორინგის ქსელი გვექნება, გეოლოგიური დასკვნები დაეფუძნება მხოლოდ იმ კვლევებს, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს და ამ კუთხით ძალიან მასშტაბური ღონისძიებები ხორციელდება. რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ ცვლილებები და ტექინსპექტირების განმეორებითი დაჯარიმება შემოვიტანეთ, ახლა განვიხილავთ კანონპროექტს, რომელიც ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლს ეხება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, პარლამენტმა უკვე დაამტკიცა კანონმდებლობა, რომელიც სამშენებლო ნორმების დარღვევისთვის ითვალისწინებს ჯარიმებს.

„ძალიან ბევრია იმ კანონმდებლობის ჩამონათვალი, რომლის მიღებაზეც ვმუშაობთ, მაგრამ ერთია მიღება და მეორეა - აღსრულება. მონდომება და პოლიტიკური ნება ამ ხელისუფლებას მაღალ დონეზე აქვს აყვანილი. ჩვენი ამომრჩევლის ხმა, რომ იცხოვრონ ჯანსაღ და სუფთა გარემოში იქნა გაგონილი და ის პროცესი, რასაც ახლა ვახორციელებთ და მომავალში განვახორციელებთ, არის მხარდასაჭერი“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები