მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2026 წლისთვის Toyota 1.5 მილიონი ელექტრომობილის გაყიდვას გეგმავს

642fd9ce77d54
გიორგი არონია
07.04.23 12:54
641

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელი, იაპონური Toyota ელექტრიფიკაციას განაგრძობს, რისთვისაც მომავალი სამი წლის განმავლობაში ელექტრომობილების ათი ახალი მოდელის გამოშვებას და 1.5 მილიონი ელექტრომობილის გაყიდვას გეგმავს, - ამის შესახებ კომპანიის ახალმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, კოჯი სატომ პირველი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. ამ დრომდე, კოჯი სატო Toyota-ს პრემიუმ-სეგმენტის ავტომობილების მწარმოებელ Lexus-ს და კომპანიის ავტოსპორტის მიმართულება, Gazoo Racing-ს ხელმძღვანელობდა.

ელექტრომობილების წარმოებასთან ერთად, კომპანია ჰიბრიდული და პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებასაც გააგრძელებს, რაც სრულ თანხვედრაში იქნება კომპანიის მიერ 2050 წლისთვის ნახშირბადნეიტრალურ კომპანიად გადაქცევის გაცხადებულ გეგმასთან. ამასთან, სხვადასხვა ტიპის ავტომობილების განვითარება კომპანიის მრავალპროფილური განვითარებაზე და პორტფელის დივერსიფიკაციაზე მიუთითებს. საერთო ჯამში, მიმდინარე წელს Toyota 10.6 მილიონი ავტომობილის გამოშვებას გეგმავს.

განვითარებულ ბაზრებზე, Toyota bZ-ის ბრენდის ელექტრომობილების განვითარებას გეგმავს, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრისთვის, როგორც ჩანს, 2025 წლისთვის, კომპანია ელექტრომობილის ახალ მოდელს შექმნის და თან, ქვეყანაში ბატარეების წარმოებასაც გაზრდის, რაც, ცხადია, აშშ-ის ხელისუფლების მიერ ავტომწარმოებელი კომპანიებისთვის შემოთავაზებულ ხელსაყრელ საგადასახადო პოლიტიკას უკავშირდება. იაპონურ გიგანტს გეგმები აქვს ჩინეთშიც, სადაც ის მომავალი წლისთვის ორი ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს. ზოგადად აზიაში კი, Toyota ელექტროპიკაპებსა და კომპაქტურ ელექტრომობილებზე ფოკუსირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები