2027 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 1.059 მლრდ ლარის მოცულობით დაიგეგმა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2026 წელთან შედარებით რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 57 მლნ ლარით გაიზარდა.
აჭარაში ზრდას ელიან საშემოსავლო გადასახადიდან - 2027 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 130 მლნ ლარით,16,25%-ით გაიზარდა და 930 მლნ ლარს შეადგენს.
ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 10 მლნ ლარით 97 მლნ ლარამდე იზრდება. 42 მლნ ლარით გაიზრდება ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება. 2027 წელს ეს უწყება 215 925 000 ლარს დახარჯავს. განათლების დაფინანსება 7 მლნ ლარზე მეტით იზრდება და 126,037 მლნ ლარს შეადგენს. კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი 2 მლნ ლარით მოიმატებს და 54 მლნ ლარი იქნება. სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსება მილიონ ლარზე მეტით გაიზრდება და 42 მლნ ლარს შეადგენს.
























