მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2027 წელს ნორვეგია უკრაინას $7 მილიარდის დახმარებას გამოუყოფს

ნორვეგია და უკრაინა

ნორვეგია უკრაინისთვის 2027 წელს სულ მცირე $7 მილიარდის ოდენობის დახმარების გამოყოფას გეგმავს. უკრაინელი თავდაცვის მინისტრის, ევგენი ჰმარას თქმით, 24 ნოემბერს ოსლოში ნორვეგიელ კოლეგასთან, ტორე სანდვიკთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ ნორვეგიის 2027 წლის დახმარების პრიორიტეტი უკრაინის საჰაერო თავდაცვის, მათ შორის გადამჭერი რაკეტებით გაძლიერება იქნება.

ამას გარდა, გაირკვა, რომ მინისტრებმა დამატებითი საბრძოლო ავიაციისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე, უპილოტო სისტემების მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებასა და ერთობლივი საწარმოო პროექტების მასშტაბის ზრდაზე იმსჯელეს. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მიერ ერთობლივად შექმნილი საჰაერო თავდაცვის სისტემა DESNA-ს განთავსების გაფართოებაზე.

ინფორმაციისთვის, საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემა DESNA უკრაინული წარმოების რაკეტებსა და ნორვეგიულ ცეცხლის მართვის სისტემას აერთიანებს. ჰმარას განცხადებით, კომპლექსი უკრაინაში უკვე მოქმედებს და ის რუსული დრონების, მათ შორის რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ეფექტიანად მუშაობს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მხარეებმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან შეთანხმებებს უკვე მიაღწიეს და საბრძოლო გამოცდილების გაზიარებასთან ერთად სისტემის განთავსების გაფართოებაზე მუშაობას კვლავ გააგრძელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები