მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2027 წლისთვის ინდოეთი მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოების რეიტინგში მესამე ადგილზე იქნება - მთავრობა

ინდოეთი

ინდოეთის მთავრობის გეგმის თანახმად, 2027 წლისთვის ინდოეთმა მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით გერმანიას და იაპონიას უნდა გადაუსწროს, რის შემდეგაც ის მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოების რეიტინგში მესამე ადგილზე უნდა აღმოჩნდეს, აშშ-სა და ჩინეთის გვერდით.

ამჟამინდელი მდგომარეობით, ქვეყნის ეკონომიკა 3.7 ტრილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა მთავრობის მოლოდინით, 2027 წლამდე ეს მაჩვენებელი $5 ტრილიონამდე უნდა გაიზარდოს.

მიმდინარე წლისთვის ინდოეთი 7%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რის შემდეგაც ტემპი კიდევ უფრო მეტად უნდა დაჩქარდეს.

ცნობისთვის, 2022 წელს ინდოეთმა ეკონომიკის ზომით დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო. მოსახლეობის, ტერიტორიისა და ბუნებრივი რესურსების გათვალისწინებით, ინდოეთის მიერ დიდი ბრიტანეთისთვის გადასწრება გარდაუვალი იყო, თუმცა პანდემიამ და რუსეთ-უკრაინის ომმა აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები