მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2028 წლის ოლიმპიურ თამაშებს, დიდი ალბათობით, კრიკეტი დაემატება

კრიკეტი ოლიმპიური თამაშები

128 წლიანი ლოდინის შემდეგ 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებზე ერთ-ერთი უძველესი სპორტის სახეობა კრიკეტი ბრუნდება. ლოს-ანჯელესის საორგანიზაციო კომიტეტმა კრიკეტი ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად დაასახელა ბეისბოლთან, სოფტბოლთან, დროშების ფეხბურთთან, ლაკროსთან და სქუაშთან ერთად.

აქამდე კრიკეტი ოლიმპიურ თამაშებზე მხოლოდ ერთხელ - 1900 წელს პარიზის თამაშებზე იყო წარმოდგენილი, როდესაც ორდღიანი მატჩი გაიმართა საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის.

“ძალიან გახარებულები ვართ, რომ 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებზე კრიკეტი ერთ-ერთი დამატებით სპორტის სახეობად განიხილება. მართალია ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, თუმცა იმედიანად ვართ განწყობილი, რომ ვიხილავთ პირველად საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში კრიკეტს უმთავრეს სპორტულ ღონისძიებაზე”, - განაცხადა კრიკეტის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე გრეგ ბარკლიმ.

განიხილება ორივე გენდერის 6 ან 8-გუნდიანი ტურნირის ორგანიზება, რომლის თითო მატჩის ხანგრძლივობა სამი საათი იქნება.

The Times-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, თუკი კრიკეტს ოლიმპიურ თამაშებზე დაამატებენ ინდური IOC TV-ის უფლებების ღირებულება 20 მილიონი დოლარიდან 200 მილიონამდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები