2029 წლიდან, ამერიკული კომპანია Uber-ი ევროპელ მომხმარებელს ლონდონსა და პარიზს შორის მატარებლით მგზავრობის სერვისს შესთავაზებს. როგორც Uber-ში განაცხადეს, ისინი ამ პროექტზე ევროპულ სტარტაპთან, Gemini Trains-თან ერთად იმუშავებენ. გეგმის თანახმად, ჩქაროსნული მატარებლის მარშრუტი ლონდონის სტრატფორდის საერთაშორისო სადგურიდან დაიწყება და პარიზს, ბრიუსელსა და ლილის მოიცავს.
მომხმარებელს მატარებელზე მოხვედრა Uber-ის აპლიკაციაში ბილეთის ყიდვით შეეძლება. არსებული ინფორმაციით, პირველ ეტაპზე მარშრუტზე 10 ჩქაროსნული მატარებელი იმოძრავებს და ისინი ლა-მანშის გვირაბის გავლით დააკავშირებენ ორ ქვეყანას. როგორც Uber-ში აცხადებენ, სპეციალურად მათთვის შექმნილი მატარებლები მომხმარებელს ნაკლებად გადატვირთულ და მეტად მოსახერხებელ მომსახურებას შესთავაზებს. ამასთან, ფასები კონკურენტ Eurostar-თან შედარებით ნაკლები იქნება, რაც Uber Trains-ს უფრო მიმზიდველს გახდის.




























