მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სატელევიზიო უფლებებისთვის მილიარდიანი კონკურენცია იწყება

მედია უფლებები 2030

2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის კომერციულმა წარმატებამ მედიის ყურადღება უკვე 2030 წლის მუნდიალისკენ გადაიტანა. ამერიკული გამოცემა Front Office Sports-ის ინფორმაციით, 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სატელევიზიო უფლებების საწყისი ფასი 1 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც ორჯერ მეტია იმ თანხაზე, რომელიც Fox-მა 2026 წლის ტურნირის ტრანსლაციის უფლებისთვის გადაიხადა.

შედარებისთვის, Fox-მა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ამერიკული მედია უფლებები დაახლოებით 485 მილიონ დოლარად შეიძინა, რაც დღევანდელი შეფასებით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ გარიგებად მიიჩნევა.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პოპულარობის ზრდას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს. ტურნირი პირველად გაიმართა 48 ნაკრების მონაწილეობით, გაიზარდა მატჩების რაოდენობა, ჩრდილოეთ ამერიკაში ჩატარების გამო თამაშები ამერიკელი მაყურებლისთვის ხელსაყრელ დროებში იმართებოდა, ხოლო მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებმა მაღალი სატელევიზიო რეიტინგები უზრუნველყვეს.

საინტერესოა, რომ დამატებითი სარეკლამო შემოსავლების ზრდაში თავისი როლი ე.წ. ჰიდრატაციის შესვენებებმაც ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივრების ნაწილი ამ პაუზებს აკრიტიკებდა, სწორედ ამ დროს მაუწყებლებს დამატებითი სარეკლამო ბლოკების განთავსების შესაძლებლობა მიეცათ, რამაც რეკლამის ნახვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ძლიერი კონკურენციის პირობებში საბოლოო ღირებულებამ შესაძლოა 1.5-დან 2 მილიარდ დოლარამდე მიაღწიოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ FIFA 2030 და 2034 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მედია უფლებებს ერთ პაკეტად გაყიდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები