მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2030 წლისთვის, ჩინური კომპანიები გლობალური ავტობაზრის მესამედს დაიკავებენ

ჩინური მანქანები

ჩინური ავტომწარმოებელი კომპანიები ჩინეთის გარეთ არსებულ ბაზრებზე სწრაფ ექსპანსიას განაგრძობენ. ამერიკული საკონსულტაციო კომპანიის, AlixPartners-ის დათვლებით, 2030 წლისთვის, ჩინური კომპანიები გლობალური ავტობაზრის მესამედს დაიკავებენ. პროგნოზის თანახმად, ზრდა ყველა ბაზარზე დაჩქარდება, მაგრამ ექსპანსია შედარებით ნელი ტემპით გაგრძელდება იაპონიასა და აშშ-ში, სადაც მაღალი სტანდარტები და დიდი ტარიფები მოქმედებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარი საკმაოდ თავისებურია და იქ, როგორც წესი, სწორედ ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანიები დომინირებენ.

ჩინური ავტომწარმოებელი კომპანიების ექსპანსიას რამდენიმე მიზეზი აქვს, რომელთა შორის უპირატესი ეკონომიკურია. საქმე ისაა, რომ ბოლო წლებში, ჩინეთის ხელისუფლებამ ადგილობრივ კომპანიებს დიდი მოცულობის სუბსიდიები გამოუყო, რამაც ჩინური ავტომობილების წარმოება გააიაფა, რაც ავტომობილის გასაყიდ ფასზეც აისახა. ევროპულ და ამერიკულ ავტომწარმოებელ კომპანიებს ასეთი სუბსიდიები არ მიუღიათ და თან, ეს ავტომობილები, როგორც წესი, უფრო ძვირი ღირს, შესაბამისად, კონკურენცია რთულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები