მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2030 წლისთვის ეთერიუმის ფასი $22,000 მიაღწევს – VanEck-ის პროგნოზი

ეთერიუმი კრიპტო

ამერიკული საინვესტიციო ფონდის, VanEck-ის პროგნოზით, 2030 წლისთვის რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ეთერიუმის ფასი 22,000 დოლარს მიაღწევს, რაც ამჟამინდელ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 500%-ით გაზრდილი მაჩვენებელი იქნება.

ანალიტიკოსების შეფასებით, ეთერიუმის გაძვირებას ორი ფაქტორი განაპირობებს - პირველია ინვესტორების მხრიდან კრიპტოაქტივის მიმართ ინტერესის ზრდა; მეორე კი ეთერიუმის ეკოსისტემის პრაქტიკულ დანიშნულებას და მის ფუნდამენტზე დაშენებული პროექტების რაოდენობის მატებას უკავშირდება.

საქმე ისაა, რომ 2020 წელთან შედარებით ეთერიუმის ეკოსისტემას ამჟამად თითქმის 10-ჯერ მეტი აქტიური მომხმარებელი იყენებს, რაც თავად ეთერიუმის განვითარებას და მასზე დაშენებული პროექტების პოპულარიზაციას უკავშირდება.

VanEck-ში იმასაც აღნიშნავენ, რომ უახლოეს მომავალში უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე ეთერიუმის ETF-ები გამოჩნდება, რაც კრიპტოაქტივის მიმართ ინსტიტუციური ინვესტორების ინტერესი აღძვრასაც გამოიწვევს, ისევე, როგორც ეს ბიტკოინის ETF-ების შემთხვევაში მოხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები