ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2040 წლისთვის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 414,000-ს მიაღწევს. აღნიშნული კვლევით მუნიციპალიტეტი წყალარინების სისტემის გამართვის საჭიროებაზე მიუთითებს.
ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა ამჟამად 275,000-ს შეადგენს. ამ დასახლებულ პუნქტებს ადლიის გამწმენდი ნაგებობა ემსახურება. ამ ობიექტს კომპანია ბათუმის წყალი მართავს, სწორედ ის იქნება მისი გაფართოების პროექტის განმახორციელებელი.
გზშ-ის (გარემოზე ზემოქმედების შეფასების) დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ექსპლუატაციის პირობების ცვლილება არა მხოლოდ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ ეკოლოგიური ზემოქმედების შემცირებასაც ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, მათ შორის, ჩამდინარე წყლების გაწმენდის ახალი მეთოდების გამოყენება, რაც ქალაქის განვითარებასა და მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნას შეუწყობს ხელს.
წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ადლიის გამწმენდი ნაგებობის პარამეტრები და მისი გაფართოების გეგმა ასეთია:
ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ
-
მიმდინარე მოსახლეობა (2024): 275,000
-
პროგნოზირებული მოსახლეობა (2040, პიკის სეზონზე): 414,000
-
ჩამდინარე წყლების დღიური შემოდინება (უნალექო ამინდი): 102,200 მ³
-
მაქსიმალური საათობრივი ნაკადი:
-
უნალექო ამინდში: 5,700 მ³/სთ
-
ნალექიან ამინდში: 9,180 მ³/სთ
-
ინფრასტრუქტურის გაფართოების გეგმა
-
დამატებითი გამწმენდი ნაგებობები:
-
4 ერთეული გაცხრილვის სისტემა (მყარი ნარჩენების მოცილება)
-
4 ერთეული ქვიშისა და ცხიმის დამჭერი
-
6 პირველადი დალექვის აუზი
-
12 დენიტრიფიკაციის აუზი (აზოტის ბიოლოგიური მოცილება)
-
34 შუალედური დალექვის აუზი
-
11 წვეთოვანი ფილტრი (ორგანული ნარჩენების დაშლისთვის)
-
4 საბოლოო დალექვის აუზი
-
3 ლამის შემასქელებელი
-
4 მეზოფილური ანაერობული დაიჯესტერი (ლამის სტაბილიზაციისთვის)
-
2 აირის დამჭერი
-
2 თბოელექტროცენტრალი (CHP) (თითოეულის წარმადობა 0.35 მგვ)
-
-
საკანალიზაციო ქსელის გაფართოება:
-
26 კმ ახალი საკანალიზაციო მილსადენები
-
3 ახალი სატუმბი სადგური
-
დამატებითი სერვისის გაწევა აეროპორტის, სამრეწველო და კახაბერის დასახლებებისთვის
-
ჩამდინარე წყლების გამწმენდი პროცესი
-
მექანიკური წმენდა: მყარი ნარჩენების მოცილება ცხაურებისა და ფილტრების გამოყენებით
-
პირველადი დალექვა: მძიმე ნაწილაკების გამოფილტვა
-
ბიოლოგიური გაწმენდა:
-
დენიტრიფიკაციისა და ნიტრიფიკაციის პროცესები (აზოტისა და ფოსფორის მოცილება)
-
წვეთოვანი ფილტრები ორგანული ნარჩენების დაშლისთვის
-
-
საბოლოო დალექვა: წყლის სრულყოფილი გაწმენდისთვის
-
ჩაშვება:
-
გაწმენდი წყლების ჩაშვების მილი: DN1000 მმ
-
ჩაშვების წერტილი შავ ზღვაში: წარმადობა 1580 ლ/წმ
-
საგანგებო ჩაშვების არხი: მდინარე ჭოროხთან
-
ლამის მართვა და ენერგიის წარმოება
-
ლამის გადამუშავება:
-
დღიურად 32 მ³ ლამის წარმოება (2030 წლისთვის)
-
ანაერობული დაიჯესტერების გამოყენება ორგანული ნივთიერებების დაშლისთვის
-
ლამის გაუწყლოვნება და ნაგავსაყრელზე გადატანა
-
-
ბიოგაზის წარმოება:
-
მიღებული ბიოგაზის შენახვა აირის დამჭერებში
-
თბოელექტროცენტრალების (CHP) გამოყენება ელ. ენერგიის მისაღებად
-
გარემოსდაცვითი პარამეტრები და რეგულაციები
-
გაწმენდი წყლის ხარისხი:
-
შეწონილი ნაწილაკები (TSS): ≤ 35 მგ/ლ
-
ბიოქიმიური ჟანგბადის მოხმარება (BOD₅): ≤ 25 მგ/ლ
-
ქიმიური ჟანგბადის მოხმარება (COD): ≤ 125 მგ/ლ
-
საერთო აზოტი: ≤ 10 მგ/ლ
-
საერთო ფოსფორი: ≤ 1 მგ/ლ
-
-
ჰაერის დაბინძურების მოლოდინი:
-
აზოტის ოქსიდები (NOx), გოგირდწყალბადი (H₂S), ამიაკი (NH₃), მეთანი (CH₄), ფენოლი, ფორმალდეჰიდი და ეთილმერკაპტანი
-
-
ხმაურის დონე:
-
მშენებლობის დროს: 93.5 დბა ობიექტზე, 38 დბა 510 მეტრის დაშორებით
-
ექსპლუატაციის დროს: 60 დბა ობიექტზე, 7 დბა 510 მეტრის დაშორებით
-
პროექტის განხორციელების ვადები და დასაქმება
-
მშენებლობის ხანგრძლივობა: 2 წელი (280 სამუშაო დღე წელიწადში)
-
მშენებლობაზე დასაქმებულთა რაოდენობა: 50 ადამიანი (50–60% ადგილობრივი)