მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმის შესასვლელი ცენტრალური გზა დატბორილია, ავტომობილები შეფერხებით მოძრაობენ - ბათუმელები

დატბორილი გზა

ბათუმის შესასვლელი ცენტრალური გზა დატბორილია. ამ დროისთვის თამარ მეფის ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა ცალმხრივად ხორციელდება. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

როგორც ბათუმელებს „ბათუმის წყალში“ განუმარტეს, გზა მილსადენის დაზიანების შედეგად დაიტბორა და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. კომპანიაში განმარტავენ რომ ეს ავარიული დაზიანებაა და დიდთოვლობას არ უკავშირდება.

მათივე ინფორმაციით, წყლის მაგისტრალური მილის აღდგენითი სამუშაოების დასრულება საღამოს საათებისთვის მოხდება. ამ დროისთვის 15 000 აბონენტს წყალი არ მიეწოდება. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგება მოსახლეობას საღამოს 12 საათისთვის აღუდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები