მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გონიოს, სარფის და კვარიათის წყალარინების სისტემების მოდერნიზებაზე ₾10 მლნ დაიხარჯება - ტენდერი

კვარიათი სარფი გონიო
BM. GE
24.09.23 15:09
210

ქალაქ ბათუმის სამხრეთით მდებარე დასახლებების სარფის, კვარიათის, გონიოს, ახალსოფლის წყალარინების ქსელის მოდერნიზებაზე 10 მილიონი ლარი დაიხარჯება - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტენდერიდან ირკვევა. პროექტის აღწერის თანახმად, უკანასკნელ წლებში დასახლებების სწრაფი ურბანული განვითარებიდან გამომდინარე, ადგილზე არსებული წყალარინების ინფრასტრუქტურა გაზრდილ დატვირთვას სრულფასოვნად ვერ უმკლავდება და განახლებას საჭიროებს.

ტენდერი ბათუმის მუნიციპალურმა კომპანია “ბათუმის წყალმა” გამოაცხადა. მისი აღწერიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული საკანალიზაციო სისტემა ავარიებს ხშირად განიცდის.

“დაგეგმილია  (გრავიტაციული და საწნეო მილების) და წყალარინების გადამქაჩი სადგურების, რეაბილიტაცია/მშენებლობის; მამია ვარშანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე საკანალიზაციო საწნეო ხაზის, გადამქაჩი სადგურების და გრავიტაციული ხაზის მოწყობის; ბენზეს სატუმბო სადგურის ელევატორებისა და შემოდინების ჩამკეტების რეაბილიტაცია/მშენებლობის პროექტის მომზადება და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

დღეისათვის სარფი, კვარიათი, გონიო, ახალსოფლის ტერიტორიაზე მდებარე წყალარინების სისტემა, გადამქაჩი სადგურები და საწნეო მაგისტრალი ვერ ერევა სწრაფი განვითარების შედეგად მიღებულ, მომატებულ ნაკადებს და გახშირდა ავარიებისა და სხვადასხვა შეფერხებების რიცხვი. ბენზე, ბარცხანის და გოგებაშვილის ქუჩის სატუმბ სადგურებში შემომავალ ხაზებზე ურდულები დაზიანებულია, რაც ხელს უშლის გაწმენდითი და საჭირო ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას. ასევე დაზიანებულია ნარჩენების ამომტანი ელევატორები,”- ნათქვამია სატენდერო აღწერაში.

სატენდერო პირობების მიხედვით, ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარადგინონ დამადასტურებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2020 წლიდან დღემდე შესრულებული აქვთ არანაკლებ 15.4 მილიონი ლარის ღირებულების წყალგაყვანილობა/წყალარინების სისტემების მშენებლობის სამუშაოები.

ტენდერში წინადადებების წარდგენა 11-16 ოქტომბრის პერიოდში იქნება შესაძლებელი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები