მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი მორიგი დიდი პროგნოზით გამოდის — მილიარდერს სურს, რომ 2040 წლისთვის Tesla-მ 10 მილიარდი ჰუმანოიდი რობოტი გაყიდოს. თუ დავუშვებთ, რომ Tesla Optimus-ის გასაყიდი ფასი $20,000-$25,000-ის შუალედში იქნება, გამოდის, რომ ჰუმანოიდი რობოტების გაყიდვით ამერიკული კომპანია სულ მცირე $20 ტრილიონის შემოსავლის მიღებას პროგნოზირებს.
ილონ მასკის შეფასებით, რობოტების მიმართ მოთხოვნა მუდმივად გაიზრდება, რადგან პლანეტის მოსახლეობა იკლებს, ხოლო დროსთან ერთად, ადამიანები ხელოვნური ინტელექტის ათვისებაზე და მარსის კოლონიზაციაზე დაფიქრდებიან.
შეგახსენებთ, რომ ჰუმანოიდ რობოტებზე Tesla-ში მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყეს და მას შემდეგ რამდენიმე პროტოტიპი წარმოადგინეს. Tesla Optimus-ის ბოლო ვერსია, რომელიც ცოტა ხნის წინ, Tesla-ს ბოლო ღონისძიებაზე ვნახეთ, ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რობოტია, რომელიც ბაზარზე დღეს არსებობს.