აღნიშნული სხვადასხვა აკრძალვებთან ერთად, ასევე, გულისხმობს იმას, რომ 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე.
„ხაზგასმით აღვნიშნავ, ფაქტობრივად ეს ნიშნავს იმას, რომ, ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი”, - განაცხადა პრემიერმა.