მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2100 წლისთვის ევროკავშირის მოსახლეობა 53 მილიონით შემცირდება - Eurostat-ის პროგნოზი

ხალხი

Eurostat-ის ახალი პროგნოზით, 2100 წლისთვის ევროკავშირის მოსახლეობა 11.7%-ით შემცირდება, რაც ნიშნავს, რომ რაოდენობა დაახლოებით 53 მილიონით დაიკლებს. როგორც ევროკავშირის სტატისტიკის ოფისში აცხადებენ, პროცესი დაუყოვნებლივ არ დაიწყება, რადგან 2029 წელს ევროპაში მცხოვრებთა რაოდენობა პიკს მიაღწევს. ამ პერიოდში მოსახლეობა 453 მილიონი გახდება. ამის შემდეგ კი დაიწყება ხანგრძლივი კლების პროცესი, რის შედეგადაც მაჩვენებელი 400 მილიონს ჩამოსცდება.

როგორც ირკვევა, დემოგრაფიული ცვლილებების მთავარი მიზეზი შობადობის დაბალი დონეა. ევროპაში შობადობის კოეფიციენტი ქალზე საშუალოდ 1.3-მდე შემცირდა. Eurostat-ში განსაკუთრებით საყურადღებოდ მიიჩნევენ იმას, რომ ეს მაჩვენებელი კლებას კვლავ განაგრძობს. სტატისტიკის ოფისში აღნიშნავენ იმასაც, რომ საფრანგეთში 2025 წელს გარდაცვალების მაჩვენებელმა შობადობას პირველად გადააჭარბა.

რაც შეეხება საპასუხო ზომებს, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქვეყნის „დემოგრაფიული გადაიარაღების“ ინიციატივით უკვე გამოვიდა. როგორც ირკვევა, ოფიციალური პარიზი მომდევნო წლებში ოჯახებისთვის სოციალური მხარდაჭერის გაზრდას და ფერტილობის სერვისების გაფართოებას გეგმავს.

ცნობისთვის, დემოგრაფიული სურათის ცვლილება მუშახელის დეფიციტს და პენსიონერთა რაოდენობის ზრდას იწვევს, რაც ევროპის საპენსიო და ჯანდაცვის სისტემებზე ზეწოლას გაზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები