მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2.2 მლნ ვიზიტი 2025 წელს - სად/რა მიზნით მოგზაურობდნენ შარშან საქართველოდან?

სარფი

2025 წელს საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების მიერ საზღვარგარეთ 2.9 მილიონი გასვლა დაფიქსირდა, რაც წლიურად 3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აქედან ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2.2 მილიონი იყო, რაც წლიურ ჭრილში თითქმის უცვლელად დარჩა.

2025 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 1.5 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, წლიურ ჭრილში ზრდა 4%-ს შეადგენს.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ ქართველი ვიზიტორები საზღვარგარეთ ძირითადად ნათესავები/მეგობრების მოსანახულებლად ან საყიდლებზე დადიან თურქეთში.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 836 და 367 ათასი ვიზიტი

.

საქსტატის ინფორმაციით, შარშან განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 6%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ერთ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წელთან შედარებით 6%-ით გაიზარდა და 1 069 ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები